სვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს
11-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეის სოფელ სვერის საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

მოსწავლეები სლოგანი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გაიზირეს და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს, ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...