განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ცენტრის დირექტორის მოადგილის შერჩევის მიზნით.
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ვადა კონკურსის გამოცხადებიდან 10 სამუშაო დღეა, თანამდებობრივი სარგო კი 6 570 ლარი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი; გამოსაცდელი ვადა - 3 თვე. რაც შეეხება დირექტორის მოადგილის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ესენი გახლავთ:
ა) მინიმალური განათლება - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
ბ) არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში, საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms.Word, Ms. Excel) კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ვაკანსიისა და სავალდებულო მოთხოვნების შესახებ იხილეთ ბმულზე.