ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსის მოსწავლეთა კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი თეატრში
13-02-2025

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი, გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

მოსწავლეები ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრს სტუმრობდნენ, სადაც ნახეს სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა“.

მოსწავლეებისთვის სპექტაკლი მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„შესანიშნავი, ემოციებით სავსე  დღე და ბედნიერი პატარები“, - ასე აფასებენ გასვლით აქტივობას სკოლაში და დიდი მადლობას უხდიან III-IV კლასის დამრიგებელს -  ნათია ქორიძეს ინიციატივისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ცხენთაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაზე და ამ გზით მათი ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნევან. 

იხილეთ ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...