თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარზე“ ფლეშმობი მოაწყვეს
19-06-2018
თბილისის N118 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელები სკოლაში თეთრი პერანგებით მივდნენ და ერთმანეთი მოხატეს. კურსდამთავრებულებმა ერთმანეთისთვის სურვილებიც არ დაიშურეს. 

საუკეთესო მომავალი უსურვეს აღსაზრდელებს პედაგოგებმაც, მეთორმეტეკლასელებმა კი პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს და ჰაერში ფერადი კვამლი გაუშვეს. 

„რას შეიძლება ადამიანი თორმეტი წელი მოუთმენლად ელოდეს? პასუხი ბევრნაირი შეიძლება იყოს და ადამიანის ფანტაზეაზეა დამოკიდებული… ბავშვობაში გაფართოებული თვალებით შესცქეროდით მე -12 კლასელებს სულ გაინტერესებდათ რა იყო „ბოლო ზარი“ და ოცნებობდით მალე დამდგარიყო ეს დღე თქვენს ცხოვრებაში. ძვირფასო მე-12 კლასელებო და უკვე ყოფილო ჩვენი სკოლის მოსწავლეებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას ცხოვრებაში. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც დაგვეხმარა და გვერდში გვედგა, რათა შეგვექმნა ესეთი ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203