შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
შესაბამისად, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა.
ისტორიის პედაგოგ რატი ყიფშიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინფორმაციო შემეცნებითი საუბრები დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სახელწოდებით - „ერთიანი საქართველოს მეფე დავითი“.
მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა დიდი სახელმწიფო მოღვაწის და მხედრთმთავრის შესახებ რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: