ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ საინფორმაციო შეხვედრა იმართება.
მათ შორის, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უჩმანის საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ვრეჟ ელოიანის ინიციატივით, ჩაატარეს პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კიბო განაჩენი არ არის.
პრეზენრაცია მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: