დეხვირის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგმა, ჯონი მუშკუდიანმა დავით აღმაშენებლის შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისტორიის პედაგოგმა, ჯონი მუშკუდიანმა საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
მასწავლებელმა მოსწავლეებს დავით აღმაშენებლის ბიოგრაფია, მის მიერ გატარებული რეფორმები და საქართველოს იმდროინდელი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრება გააცნო. გაკვეთილმა ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა და მოსწავლეებმა არაერთი კითხვა დასვეს და მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: