ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
წიგნიერების დღესასწაულათან დაკავშირებით, წაღვლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარ ნინო ობოლაძისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლების - ნ.კაპანაძის, ნ.ხონელიძის, ირინა კილაძის, ა.ლომიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება - „წაიკითხე წიგნები, უკეთასად იქნები“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებიც ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები არიან.
ბიბლიოთეკარი მოსწავლეებს ესაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს საბავშვო ლექსები და მოთხრობები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: