„ვემზადებით ავტორიზაციისთვის!“- უშაფათის საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ტრენინგები ტარდება
13-02-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლა ავტორიზაციისთვის ემზადება. 

როგორც სკოლის დირექტორი ლორინა ჩხეტია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ავტორიზაციის პროცესში პედაგოგების ჩართულობა, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ საჭირო ცოდნა ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ. ამჟამად, სკოლაში საკითხის შესახებ პედაგოგებისთვის ტრენინგები ტარდება, რომელსაც ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნობრივი ექსპერტი - ინგა კაჭარავა უძღვება. 

„ვემზადებით ავტორიზაციისთვის! უშაფათის საჯარო სკოლის ავტორიზაციის პროცესში მასწავლებლების მხარდაჭერა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან სწორედ მასწავლებლები უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესის ეფექტიანობასა და სტანდარტებთან შესაბამისობას.

მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ავტორიზაციის პროცესის შესახებ:

რა მოთხოვნებს აყენებს ავტორიზაცია სკოლისა და მასწავლებლების წინაშე;

როგორ ხდება სასწავლო პროცესისა და შეფასების მეთოდების შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;

რა დოკუმენტაციის მომზადებაა საჭირო და როგორ უნდა მოხდეს მისი მართვა.

სკოლის ავტორიზაციის პროცესში მასწავლებლების მხარდაჭერა მოითხოვს კარგად ორგანიზებულ, მრავალმხრივ მიდგომას.

მათ უნდა ჰქონდეთ საჭირო ცოდნა, რესურსები და მოტივაცია, რათა სასწავლო პროცესი შესაბამისობაში მოიყვანონ ახალ სტანდარტებთან.

ტრენინგებს ატარებს:

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნობრივი ექსპერტი - ინგა კაჭარავა

განსაკუთრებული მადლობა - სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, ქალბატონ ელისო შურღაიას, მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნავს დირექტორი. 

რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...