არაშენდის საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეები კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კაჭრეთის ფილიალს ესტუმრნენ.
დამრიგებელ ხათუნა ბაწელაშვილთან და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგ ვერა ირომაშვილთან ერთად ბავშვები უსაფრთხოების წესებს გაეცნენ და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: