დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მოქალქეებად ჩამოყალიბებას, რომლებიც მრავალმხრივ განვითარებულნი და ინფორმირებულნი იქნებიან.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ბაია ჯაჭვლიანის ინიციატივით გაიმართა, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დეზინფორმაციის შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
აქტივობის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს საკითხზე, მის უარყოფით შედეგებსა და პრევენციის გზებზე.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სასკოლო საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: