„თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე“, - ეს საკითხი განმარტებულია ეროვნულის ასწავლო გეგმის დოკუმენტში და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაცდენების პროცენტული მაჩვენებელი წლიური დასწრების მიხედვით გამოითვლება.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორიას, ფორმა N100-ის წარდგენისას, „არა“ არ ეწერება.
ესგ-ში ნათქვამია, რომ თუ სსსმ მოსწავლეს აქვს მოწყვლადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, სსსმ მოსწავლის მიმართ არ ვრცელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
„სკოლა ვალდებულია საჭიროებისამებრ შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს მოსწავლე. შინ სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით და იგი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას“, - განმარტებულია დოკუმენტში.