კერძო სკოლა „მილენიუმი“ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას ულოცავს
20-06-2018
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელები სკოლაში თეთრი მაისურებით მივიდნენ და ერთმანეთითვის სურვილები და გულთბილი მილოცვები არ დაიშურეს. პედაგოგებს კი გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
„სკოლა „მილენიუმი“ ულოცავს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას. სანატრელმა და ოდნავ სევდანარევმა „ბოლო ზარმაც“ ჩამორეკა, ფერად-ფერადი ბუშტებით მორთულ დარბაზში ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერა, ცეკვა, პაროდია, თეთრ პერანგზე სურვილების უსასრულოდ წერა და გულთბილი მილოცვები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები