ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი აზა შეყილაძე მუნიციპალურ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
13-02-2025

ყვარელში, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელობით, მასწავლებელთა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლა შეუერთდა. 

კონფერენციის მთავარი თემა იყო  - პროექტული სწავლება.

კონფერენციაზე სკოლის სახელით წარდგა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი აზა შეყილაძე. მან კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განხორიელებული პროექტი - თემაზე -„საშობაო დღესასწაული“. მისმა მოხსენებამ დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა. 

პედაგოგს კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატიც გადაეცა. სკოლაში ახარებთ მასწავლებლის აქტიურობა. 

„დიდი მადლობა ქალბატონ, აზა შეყილაძეს და მის აღსაზრდელებს, საინტერესო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...