ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო ღონისძიებებითა და საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ფესტივალი შაშსა და ჭადრაკში.
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. ბავშვებმა წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
თამაშის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი გაიოზ ჯახველაძე.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: