სკოლებისთვის დამატებითი რესურსი იქმნება - სამინისტრო რესურსცენტებს ხვდება
16-02-2025

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში „PISA 2025“ მონაწილეობასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორ მაია მიმინოშვილთან ერთად, უმასპინძლა.

ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა და ამ მიმართულებით რესურსცენტრების ჩართულობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

შეხვედრის მონაწილეებს მაია მიმინოშვილმა სკოლების მხარდამჭერი ციფრული პლატფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და აღნიშნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი რესურსი ყველა სკოლისთვის.

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის (NCER) ხელმძღვანელმა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების, განსაკუთრებით კი PISA-ს კვლევის, მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ სასკოლო საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...