დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს 
14-02-2025

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ. 

შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. მოეწყო წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული.

კვირეულის ფარგლებში გაიმართა მორიგი საინტერესო აქტივობა, რომლის მიზანი იყო კრიტიკული აზროვნების განვითარება, წიგნიერების დონის ამაღლება, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი წიგნებიდან საზოგადოებას წაუკითხეს ნაწყვეტები. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდა დაწყებითი კლასები I-დან VI კლასების ჩათვლით.

ღონისძიებას ხელძღვანელობდა პედაგოგი ეკატერინე ლიპარტელიანი.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...