თბილისის №174 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა თანატოლებს მოუწოდეს არ დაანაგვიანონ გარემო
20-06-2018
თბილისის №174 საჯარო სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია გაბრუაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - „გარემოს დაბინძურება“ იმუშავეს.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანის დაუფიქრებელ ქმედებას გარემოსათვის, დაათვალიერეს დაბინძურებული გარემოს სურათები, შეადარეს ისინი დასუფთავებულს და სუფთა გარემოს უპირატესობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ასევე დოკუმენტური ფილმიდან ნაწყვეტები ნახეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაბინძურებული გარემო არა მხოლოდ უსიამოვნო სანახავია, არამედ საფრთხის შემცველი და დიდი ზიანის მომტანია მთელი დედამიწისთვის.

აქტივობის ბოლო ეტაპზე მოსწავლეებმა ბანერები დაამზადეს და თანატოლებს მოუწოდეს არ დაანაგვიანონ გარემო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203