გურძემის საჯარო სკოლაში წლის ბოლოს რამდენიმე სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია გაიმართა
20-06-2018
გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლოს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები გაიმართა. 

მეოთხეკლასელებმა ზუგდიდისა და ანაკლიის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა გონიოს ციხე, ბათუმის დელფინარიუმი და ბოტანიკური ბაღი მოინახულეს. 

მესამე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები ციხე-გოჯს და მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. 

რაჭაში იმოგზაურეს უფროსკლასელებმა. მათ ბარაკონის, ნიკორწმინდის ტაძარი და შაორის წყალსაცავი მოინახულეს. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ექსკურსიებმა საინტერესო და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და ხელი შეუწყო მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203