ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს 
17-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმა, ჭადრაკის პედაგოგ მაკა ამბროლაძის დამსახურებით, წარმატებით იასპარეზეს საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ რაიონულ ტუნირში. 

ტურნირში წარმატება მოსწავლეებმა - მე-3 კლასელმა - ლილე მოდებაძემ  და მე-2 კლასელებმა ერეკლე კაპანაძემ, ნანა აბესაძემ და ნიკოლოზ სარალიძემ მოიპოვეს. 

მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...