უდაბნოს საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
17-02-2025

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  

მესამე კლასის დამრიგებლის, ნათია ფიცხელაურის ინიციატივით და ორგანიზებით ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე. ამასთან პედგოგის დავალებით მოსწავლეებმა დაიწყეს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ კითხვა. როგორც ნათია ფიცხელაური აღნიშნავს კითხვის დასრულების შემდგომ მოსწავლეები კლასში განიხილავენ წიგნს და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...