ფოთის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები ჩატარდა საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ფოთის N7 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საფეხურების მიხედვით სხვადასხვა ტიპის აქტივობები მოეწყო, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად პედაგოგები, სკოლის დირექტორი და ადმინისტრაციის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ფოთის N7 სკოლაში:
მე-2 კლასელები და მათი პედაგოგები: ხათუნა გოგია და ქეთევან ბერაია საბავშვო ბიბლიოთეკაში ისმენენ და კითხულობენ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს.
დირექტორი ნინო მორგოშია, მოადგილე ნანა დონდოლაძე, უფროსკლასელები და მასწავლებლები უკითხავენ ბავშვებს არასაგაკვეთილო პროცესში, სკოლის სხვადასხვა სივრცეში მოთხრობებსა თუ ამონარიდებს ნაწარმოებებიდან...
წიგნის კითხვის პოპულარიზაცია საჭირო და აუცილებელია მოზარდებში, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩატარებული აქტივობები.
იხილეთ ფოტოები: