ხიდრის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
20-06-2018
ხიდრის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა. 

ღონისძიებას „თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ისტორიის მასწავლებელი თამარ თაბუკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, წაიკითხეს ლექსები პატრიოტულ თემებზე და შეასრულეს სიმღერები. 

26 მაისთან დაკავშირებით დაწყებითი კლასების კათედრამ (ხელმძღვანელი ნანა ხეცაძე) ჩაატარა ღონისძიება „ლამაზად შვილის გამზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა!“. 

ღონისძიებაზე მრავალშვილიანი დედები მოიწვიეს, რომლებსაც სკოლის დირექციამ, სოფლის საკრებულომ და დეპუტატმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203