„გენიოსი ბავშვები და მათი ისტორიები“ - რუსთავის N3 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შემეცნებითი ლექცია მოისმინეს
17-02-2025

რუსთავის N3 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; პედაგოგების მხარდაჭერით ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ გასვლით აქტივობებში და შემეცნებითი ღონისძიებების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც სტუმრობენ.

ამჯერად რუსთავის N3 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU-ს ესტუმრნენ.

კლასის დამრიგებელთან, ანნა დავითაძესთან ერთად, მოისმინეს შემეცნებითი ლექცია - „გენიოსი ბავშვები და მათი ისტორიები“. 

„შეხვედრაზე ისაუბრეს გენიოს პატარებზე,  სამყაროს ყველაზე გამორჩეულ და გონიერ ადამიანებზე,  ემოციურ ინტელექტზე, ინტელექტის კოეფიციენტზე. გაიცნეს მსოფლიოს ვუნდერკინდები! ისაუბრეს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი ნიჭით სამყარო შეცვალეს – ალბერტ აინშტაინზე, ნიკოლა ტესლაზე, პაბლო პიკასოზე, უოლტ დისნეიზე...“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბავშვები  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაშიც - მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავისი ცოდნა, დაკვირვებები და შთაბეჭდილებები... 

„განსაკუთრებული მადლობა მშობლებსა და პედაგოგს, ბავშვებთან ერთად რომ მონაწილეობდნენ  საგანმანათლებლო თავგადასავალში!

შეხვედრის მიზანი იყო, დაენახათ ბავშვებს, რომ თითოეულ მათგანში იმალება გენიოსი – საკმარისია, იპოვონ უნიკალური გზა და არ შეუშინდნენ გამოწვევებს!“, - ასე გამოეხმაურა რუსთავის N3 საჯარო სკოლა მოსწავლეთა გასვლით აქტივობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...