„ინგლისური ენა სამოქალაქო განათლების გამოყენებით“ არის პროგრამა ინგლისური ენის მასწავლებლებისათვის, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და PH International-ის მიერ.
2016 წელს აღნიშნულ პროგრამაში სააპლიკაციო კონკურსისა და გასაუბრების შედეგად საქართველოს მასშტაბით შეირჩა 16 ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელთაც ინტენსიური 2 კვირიანი გადასამზადებელი კურსი ჩაუტარდათ ჩაქვში.
ერთკვირიანი ინტენსიური კურსის შემდეგ მასწავლებლებს შემოუერთდნენ საქართველოს მასშტაბით შერჩეული 40 წარჩინებული მოსწავლე (9,10,11), რომელთაც ტრენინგიდან მიღებული ცოდნისა და სიახლეების გამოყენებით გაკვეთილებს უტარებდნენ ქართველი მასწავლებლები.
გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდნენ პროგრამის ხელმძღვანელები, ტრენერები და ასევე ქართველი მასწავლებლები.
პროექტი ითვალისწინებს ბანაკის შემდგომ აქტივობებს: ორ გაკვეთილსა და ერთ ვიდეოგაკვეთილს, რომლის ფარგლებშიდაც აფხაზეთის N5 საჯარო სკოლაში 18 ნოემბერს ჩატარდა გაკვეთილი ინგლისურ ენაში(pdp)თემაზე Jobs and professions.
გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა პროექტის მენეჯერი ანა ადამია, პროექტის დირექტორი ნანა მოსელიანი, თინიკო კუტივაძე, პროექტის ტრენერი და ქუთაისის N3 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
გაკვეთილს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის N5 სკოლის სასწავლო ნაწილი ალექსანდრა შერვაშიძე და სკოლის ფასილიტატორი ლია ბენდელიანი.
გაკვეთილი ჩაატარა ინგლისური ენის მასწავლებელმა - რუსუდან ლომთაძემ.