მერევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
18-02-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიზნით კი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მერევის საჯარო სკოლის მე-5 კლასელები, პედაგოგ ხათუნა ასანიძის ხელმძღვანელობით, ჭიათურის მთავარ საბავშვო ბიბლიოთეკას სტუმრობდნენ. 

ბავშვებმა წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ცნობილი გამონათქვამები წაიკითხეს, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა მულტიპიკაციური ფილმის ჩვენება, რამაც მოსწავლეები მეტად გაახალისა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...