ფოთის N7 საჯარო სკოლაში კითხვის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო აქტივობა ჩატარდა მესამე კლასის მოსწავლეებთან
18-02-2025

ფოთის N7 საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სწავლის მიმართ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად კი პედაგოგები მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ.

მორიგი საინტერესო პროექტი წამოიწყო მესამე კლასის პედაგოგმა ნინო ჩიქობავამ, რომელმაც გადაწყვიტა მოსწავლეებისთვის კითხვის შესაყვარებლად და პოპულარიზაციისთვის შემდეგი აქტივობა ჩაეტარებინა:

მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა ქართულ ლიტერატურაში მითებს, ლეგენდებს ქართული და უცხოური ზღაპრის გმირებს გაეცნენ, პედაგოგმა გადაწყვიტა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით წიგნების მაღაზია „ბიბლუსს ეწვეოდნენ და თითოეულს წასაკითხად სასურველი წიგნი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ წიგნების წაკითხვის შემდგომ მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას და ისაუბრებენ მათ მიერ წაკითხული ნაწარმოების მთავარ სათქმელზე.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან მხატვრულ არაპროგრამულ ლიტერატურას, შეეჩვევიან კითხვას, განავითარებენ საპრეზენტაციო უნარ და წაკითხულიდან შინაარსის, მთავარი სათქმელის გაგების უნარ-ჩვევებს.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...