უდაბნოს საჯარო სკოლის ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგებმა ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს დავით აღმაშენებლის შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უდაბნოს საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით V-VI-VII კლასის მოსწავლეებთან ისტორიის მასწავლებელმა ნათელა ჩახმახაშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თამუნა ავალიანმა და როზა თავაძემ ინტეგრირებული ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „ოქროს ხანა". ისტორიის მასწავლებელი ნათელა ჩახმახაშვილი ბავშვებს ესაუბრა, დავით აღმაშენებლის ეპოქაზე. ქართულის მასწავლებელმა თამუნა ავალიანმა კი მოსწავლეებთან განიხილა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისა". აქტივობის ბოლოს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ისტორიისა და ლიტერატურის ინტეგრაცია ხელს უწყობს ორივე საგნის გაღრმავებულ სწავლებას.
იხილეთ ფოტოები: