ჯავახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის ხამამღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს 
18-02-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა. 

მოსწავლეებმა სლოგანი - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გაიზიარეს და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებები წაიკითხეს.

მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს და პედაგოგთა დახმარებით, მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...