8 პრიორიტეტული მიმართულება, რომლებიც ესგ-შია გაწერილი
19-02-2025

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებთან დაკავშირებითაც ცოდნის ამაღლება ხელს უწყობს: ეროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებას, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, ლიდერული და სამეწარმეო უნარების განვითარებას.

ეს პრიორიტეტული მიმართულებებია:

ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;

ბ) გარემოს დაცვა;

გ) ჯანსაღი ცხოვრება;

დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;

ე) კონფლიქტების მართვა;

ვ) ფინანსური წიგნიერება;

ზ) კულტურული მრავალფეროვნება;

თ) ადამიანის უფლებები.

თითოეული პრიორიტეტული მიმართულება რეალიზდება ფორმალური და სასკოლო არაფორმალური განათლების ფარგლებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...