დირექტორის ვადამდე გათავისუფლების 7 პირობა - პროფესიული დაწესებულების დებულება
22-02-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა არაერთი პროფესიული სასწავლებლის დებულება, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ეხება იმ 7 საკითხს, რომელიც შესაძლოა პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

დოკუმენტის თანახმად, დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ:

ა) გადადგა თანამდებობიდან;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს;

ზ) ის გარდაიცვალა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...