ქისტაურის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა მათი საოცნებო ქალაქის მოდელები შექმნეს
19-02-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში მე-2 კლასელთა კლასის საათი მათი ფანტაზიის, შემოქმედებითობისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას დაეთმო. 

კლასის საათის თემა იყო „ჩვენი ოცნების ქალაქი“. ბავშვება გაიხსენეს შესწავლილი ზღაპარი - „თომა ბავშვთა ქალას აშენებს“ გიორგი კეკელიძის ავტორობით.

მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს, წარმოადგინეს თუ როგორი იქნებოდა მათი ოცნების ქალაქი, მათ შექმნეს - „ოცნების ქალაქის“ პირადი მოდელი. 

მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი ბუნების დავალება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

აქტივობას კლასის ხელმძღვანელი ხატია გოგიჩაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებს და ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...