„დავით IV- მეფე და მწიგნობარი“- პატარა მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლეთა სოციალური პროექტი და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გაზიარებული სიყვარული
19-02-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სამაგალითო მოქალაქეები იზრდებიან. პედაგოგები მოზარდებს, საგნებთან ერთად, სოციალურ პასუხისმგებლობას, ემპათიას, სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

სკოლის VI და VIII - IX კლასის მოსწავლეები - მასწავლებლების - ც.გოგიაშვილისა და მ.ელიაურის, ასევე სკოლის დირექტორის,შორენა მუზაშვილის მხარდაჭერითა და უშუალო ხელშეწყობით ეწვივნენ ქ.გორში არსებულ „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“, სადაც განახორციელეს სოციალური პროექტი - „დავით IV - მეფე და მწიგნობარი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა წარდგენილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით, სხვადასხვა აქტივობაში მასპინძლების ჩართულობით, პროექტმა ზღვა ემოციებით, სიხარულითა და სიყვარულით სავსე გარემოცვაში ჩაიარა.

პროექტის თემაც ხომ ეს იყო: 

„სიყვარული სიხარულს შობს,

სიხარული - შვება-ლხენას

ორივე კი ფრთებს შეასხამს

საოცნებო აღმაფრენას!.“

სკოლაში მადლობას უხდიან გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“ გულითადი მასპინძობისთვის და აღნიშნავენ მოსწავლე-მასწავლებელბისა და დირექტორის უდიდეს როლს პროექტის განხორციელებაში.

„მადლობა, მასპინძლებს გულთბილ და სიყვარულით სავსე გარემოში მიღებისათვის!. მადლობა, ჩვენი პროექტის მონაწილე თითოეულ მონაწილე მოსწავლე-მასწავლებლებს, სკოლის დირექტორს - შორენა მუზაშვილს - პროექტში აქტიურობისთვის, ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...