ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა სლოგანი - „ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“ გაიზიარეს და წიგნის კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, წაიკითხეს ცნობილი ფრაზები, ლიტერატურის ზღაპრულ სამყაროში სამოგზაუროდ სხვებიც მიიპატიჟეს და საკუთარი წვლილი შეიტანეს წიგნის კითსვის პოპულარიზაციაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ვიდეომასალა: