ბირკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი ხედვა და მრავალფეროვანი ნამუშევრები 
19-02-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათ მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა. შესაბამისად იმართება არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა, რაც სწორედ ზემოთ აღნიშნული უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოიფინა სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები. 

„ჩვენი ბავშვების ფერადი ხედვა“,- ასე აფასებენ ნამუშევრებს სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

მოსწავლეთა გამოფენა დამთვალიერებლის დიდი მოწონებით სარგებლობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...