სტუდენტებისთვის კრედიტების გაანგარიშების წესი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება
19-02-2025

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ალექსანდრე წულაძის ბრძანებით ცვლილება შევიდა.

კეროდ, შეფასების თითოეულ კომპონენტში განსაზღვრული უნდა იყოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

შესაბამისი სფეროს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრულ შემთხვევებში, დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ხვედრითი წილი შესაძლებელია აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...