„პოეზიის დედოფალი“ - შთამბეჭდავი ლიტერატურული საღამო მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 
19-02-2025

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე. 

სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ეკატერინე ვარდიაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ლიტერატურული საღამო - „პოეზიის დედოფალი“, რომელიც მიეძღვნა ქართველი პოეტის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს.

საღამო, პოეტის ღვაწლისა (როგორც მოგეხსენებათ, ანა კალანდაძე ფლობდა „საპატიო ნიშნის“ ორ ორდენსა და ღირსების ორდენს. გარდა ამისა, 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს კი, ციკლისათვის - „თავაწეული ქართული დროშები“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია გადაეცა. აგრეთვე, პოეტი იმავე წელს, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატიც გახდა.) და შემოქმედების გაცნობით გაიხსნა. Xა, IXბ, VIIბ კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის უკვდავი ლექსები, მოგონებები და საზოგადო მოღვაწეების შეფასებები.

Xა კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: ე. ვარდიაშვილი) სიამაყით მოუთხრობდნენ მსმენელს ა. კალანდაძის რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ღირსებასა და კოსმოპოლიტიზმზე.

„სკოლის პედკოლექტივის სახელით, გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ლიტერატურული საღამოს მრავალფეროვნებისა და სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის - მუსიკის მასწავლებელს - მაია ბედიანაშვილსა და XIბ კლასის მოსწავლეს ნიკა ზარიაშვილს. მათი აკომპანიმენტით, VI-VII კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა ხალხური სიმღერა. მოწვეული სტუმრები აღფრთოვანდნენ ჩვენი მოსწავლეების შემოქმედებით და მათი ერთობლივი ნამუშევარი სამახსოვრო სიტყვებით შეამკეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...