ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნევან მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს.
ახლახან, სომხური ენის მასწავლებელმა - არმინე აბელიანმა, მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა დიდი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე.
მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მისი ლექსები წაიკითხეს.
ასევე, 19 თებერვალს აღინიშნა წიგნის ჩუქების დღე.
ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო