ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო რუსულენოვან პროექტში წარმატებით მონაწილეობენ
20-06-2018
თბილისის, ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები უკვე მეორე წელია საერთაშორისო რუსულენოვან პროექტში - Капсула добра წარმატებით მონაწილეობენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შემეცნებით-შემოქმედებითი პროექტის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივება, მშობლიური ქვეყნის ტრადიციების დაფასება და პროექტში წარდგენილი ზღაპრებისა და სპექტაკლების საშუალებით სხვა ქვეყნების ტრადიციებს გაცნობა.

წელს საქართველო Капсула добра- ში სხვადასხვა ქვეყნის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაციები ჩაატარეს, ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით რუსულენოვანი სპექტაკლი დადგეს, გადაიღეს ვიდეორგოლი მისალმებით და პროექტში ჩართული ქვეყნების სკოლებს შორის შემდგარ ტელე-ხიდში მონაწილეობდნენ. 

პროექტს რუსული ენის პედაგოგი თეა აქიაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტის ბოლოს მე-7 კლასის მოსწავლეებს გადაეცათ პროექტის ორგანიზატორების მიერ გამოგზავნილი მადლობის სიგელები და წიგნი, რომელშიც სკოლების მიერ წარდგენილი ზღაპრები დაიბეჭდა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203