„მეამაყება, რომ ვარ ქართველი“- ახალციხის №5 საჯარო სკოლის ღონისძიება
20-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა თემაზე „მეამაყება, რომ ვარ ქართველი“ ღონისძიება წარმოადგინეს.

კლასის ხელმძღვანელი ხათუნა ჯანაშვილი გახლავთ. 

აქტივობა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით იყო გაჯერებული. 

სიმბოლური იყო, რომ პატარებმა ღონისძიება, რომლითაც სკოლაში ყოფნის პირველ ოთხ წელსა და პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ, ღვთისმშობლის წილხვედრ ლამაზ სამშობლოს მიუძღვნეს. 

ღონისძიების მსველობის დროს ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები და სიმღერები. მოსწავლეებმა საქართველოს რუკა, რომელმაც უამრავ ისტორიულ ქარტეხილს გაუძლო, თვალსაჩინოდ გააერთიანეს, ერთ მთლიანობად შეკრეს და პირობა დადეს, რომ  საკუთარ მამულს, ენასა და სარწმუნოებას დაიცავენ. 

პატარებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ როგორი ამაყები არიან საკუთარი დახვეწილი ენითა და კულტურით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი უკვე პატრიოტები არიან. 

სკოლის დირექცია პატარებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203