საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც ეხება დოკუმენტის გამოთხოვისა და ინფორმაციის მოწიდებსი ვადებს.
„განცხადებას, მისი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ხოლო 2 სამუშაო დღის ვადაში დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, – მისი მიღების დღეს, მართვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, უგზავნის ცენტრს“. - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
გარდა ამისა, „ამ წესის მე-2 მუხლის მე-3–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს ცენტრი ახორციელებს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დადგენილი მომსახურების გაწევის ვადის გათვალისწინებით, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის წინა სამუშაო დღისა“.