აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში და სხვადასხვა პროექტშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამის დასტურია ახლახან ჩატარებული კონფერენცია, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ამქვეყნად მოვლინებასა და აღსაყდრებას მიეძღვნა.
აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ნელ-ნელა ტრადიციად მკვიდრდება, რადგან წელს უკვე მეორედ გაიმართა საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ამქვეყნად მოვლინების 92-ე და აღსაყდრების 47-ე წლისთავთან დაკავშირებით.
2023 წლის კონფერენციის თემა იყო „გზა პატრიარქობამდე“, წლევანდელი კონფერენციის თემა კი - „ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორია“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, პოსტერები და დამსწრე საზოგადოებას უამბეს საინტერესო ფაქტები ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიიდან.
იხილეთ ბმული