ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნების ფერად სამყაროს ეზიარნენ
21-02-2025

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა და ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში - ისინი მონაწილეობენ საინტერესო პროექტებში, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარებათ.

ახლახან წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეული ჩატარდა, რომელსაც ბაღდათის N1 საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.

მოსწავლეებმა, საყვარელი მასწავლებლის, მაია ხმალაძის ხელშეწყობით,  სკოლის ბიბლიოთეკაში წაიკითხეს მხატვრული ნაწარმოებები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

„ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა და როგორ შეუძლია წიგნს ფერად სამყაროსთან ზიარება.

მადლობა პატარა მკითხველებს  საინტერესო  მსჯელობისა და კითხვის  სიყვარულის გაზიარებისთვის“, - ასე გამოეხმაურა სკოლა მოსწავლეთა აქტივობას, რომელსაც V-X კლასების მოსწავლეები, პედაგოგ ინგა მაჩიტიძესთან ერთად, შეუერთდნენ - მათ გაცვალეს წიგნები, მოაწყვეს პრეზენტაციები და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...