ალერტკარის საჯარო სკოლაში კომპოზიტორ გიორგი ცაბაძის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა
24-02-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

გაკვეთილების მიმდინარეობის კვალდაკვალ, პროფესიონალი, წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები, მოსწავლეებისთვის, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, სხვადასხვა აქტივობებს ატარებენ და მათ შორის აღსანიშნავია ალერტკარის საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგის, თინათინ ლაგვილავას მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც კომპოზიტორის - გიორგი ცაბაძის იუბილეს მიეძღვნა.

კომპოზიტორის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე მოსწავლეებმა შეასრულეს მისი ავტორობით შექმნილი სიმღერები, გაიხსენეს საინტერესო ფაქტები ცაბაძის ცხოვრებიდან და დამსწრე საზოგადოებას ქართული მუსიკით ტკბობის საშუალება მისცეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...