ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი კონფერენცია ჩატარდა
24-02-2025

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში. ამის დასტურია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ანა ღურწკაიას მიერ ორგანიზებული შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე  - „კირილე ზდანევიჩის ბიოგრაფია და შემოქმედება“.

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონფერენციაზე ღირსეულად წარდგნენ IV „ბ“ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თამარ რაფავას ხელმძღვანელობით.

ბავშვებმა წარადგინეს ზდანევიჩის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე და გააცოცხლეს მხატვრული შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები. განსაკუთრებით საინტერესო კი აღმოჩნდა ზდანევიჩის ნამუშევრების რეპროდუქციული შესრულება.

აქტივობის დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...