ყაურმის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები მშობლიური ენის სადარჯოზე - ღონისძიება პედაგოგის - ზარუჰი ბდოიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა
24-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყაურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და ამ მიზნით არაერთი შემეცნებითი აქტივობაც ტარდება.

ახლახან, მეშვიდეკლასელებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს, პედაგოგის - ზარუჰი ბდოიანის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება ჩაატარეს.

აქტივობის ფარგლებში, ბავშვებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს თემატური ლექსები და საკლასო ოთახიც კი საგანგებოდ მორთეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები... დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის, რომელიც ასევე ლამაზად ჩაიწერება ყაურმის საჯარო სკოლის ისტორიის ფურცლებზე.

ინფორმაციისთვის: 21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.

იუნესკოს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...