ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პროექტი წარადგინეს - გაიცანით პატარა არქეოლოგები
24-02-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ნიგვზიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში და სხვადასხვა თემატურ ღონისძიებაშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამის დასტურია იდეათონი გურიის სკოლებისთვის - პროექტების კონკურსი, რომელიც CENN-ისა და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით გაიმართა და რომელშიც ნიგვზიანის საჯარო სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობა უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ეს გახლავთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „მწვანე გურია-ადგილობრივი დემოკრატიისა და  სკოლის განვითარების მხარდაჭერის“ ფარგლებსა და გერმანული ფონდის Brot fur de weft, / GlobaL PIaTForms- ის მხარდაჭერით.

„მადლობას ვუხდით პროექტის ( „ფირალების გამოქვაბული“) წარმდგენ მოსწავლეთა გუნდს: მალხაზ სურმანიძეს, ია მიქელაძეს, ნანუკა ჟვანიას, პროექტის მენტორს, ქალბატონ შორენა ფილიაკოვასა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გურიის კოორდინატორს, ბატონ გიორგი ჭკუასელს თანამშრომლობისა და უდიდესი თანადგომისთვის!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ  „ფირალების გამოქვაბულის არქეოლოგების მიერ გამოკვლევა და კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდება“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...