30 ნოემბერს, შინაური ცხოველების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეშტიის N1 სკოლაში ჩატარდა აქცია - ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ცხოველთა მიმართ სიყვარულის გაზრდა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველი ნაწილი ეხებოდა შინაურ ცხოველებს და მათ უფლებებს, რომელიც ყოველ წამს ირღვევა, ხოლო მეორე ნაწილში წარდგენილი იყვნენ გარეული ცხოველები და მათი პრობლემები.
სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები ასევე შეეხნენ იმ პრობლემებს, რომლებიც ცხოველთა სახეობების გადაშენების გამო იქმნება.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, არავისთვის საიდულმლო არ არის რომ დედამიწაზე აღარ არის უამრავი ცხოველთა სახეობა და ძალიან ბევრი გადაშენების პირაა. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ საზოგადოებას, რომ დედამიწაზე შექმნილი ძალიან ბევრი პრობლემის მიზეზი ადამიანის ზემოქმედების შედეგია. არ უნდა დაგვავიწყვდეს, რომ ყოველი ჩვენგანის ვალდებულებაა ცხოველებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა.