ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღონისძიება ჩაატარეს
20-06-2018
ახალციხის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც ჯანმრთელობას ეხებოდა.
კერძოდ, მათ ერთ-ერთი ტელეშოუს მსგავსად თემები სკოლის დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
ღონისძებას 4 წამყვანი ჰყავდა, რომლებმაც წყვილები სხვა თანაკლასელებთან შექმნეს.
თითოეულმა წყვილმა ზაფხულის პრობლემებსა და მათ გადაჭრის გზებზე პრეზენტაცია მოამზადა. მათ 2017-2018 სასწავლო წლის ბიოლოგიის წიგნიდან შეძენილი ცოდნა გამოიყენეს.
ღონისძიებაში აუდიტორია მაქსიმალურად ჩართული იყო, რაც კითხვა-პასუხის რეჟიმმა განაპირობა.
დარბაზში დამსწრეთა შეფასებით, ღონისძიება საინტერესო და ინფორმაციული იყო.