წყალწმინდის საჯარო სკოლის ეკოკომიტეტი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს წარმატებით ასრულებს
24-02-2025

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლის ეკოკომიტეტმა აქტიურად დაიწყო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. სამოქმედო გეგმა შეიქმნა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით.

ეკოკლუბის წევრებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც ეხებოდა ნარჩენების მართვას, ნაგვისა და ნარჩენის განსხვავების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

საინფორმაციო ფურცლები კი მოსწავლეებმა დაარიგეს სასკოლო საზოგადოებაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აღნიშნული აქტივობა დაეხმარება არა მხოლოდ ეკოკლუბის წევრებს, არამედ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცნობიერების ამაღლებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...